მთავარისიახლეები"წელს გვაქვს თემა, თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული" - მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ...

“წელს გვაქვს თემა, თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული” – მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაკიდეს EU-ს დროშები

Published on

“წელს გვაქვს თემა, თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულით, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ ეროვნული სიმბოლიკით” – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე კითხვაზე, რატომ არ გამოფინეს წელს, შარშანდელისგან განსხვავებით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის დროშები.

” იყო წელი, როდესაც აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ, არა თუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი და მხოლოდ და მხოლოდ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით გაფორმებული გახლდათ ადმინისტრაციული შენობები შეფუთული. ჩვენ 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღვნიშნეთ, სადაც ძირითადი თემა გახლდათ დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. წინა წელი გახლდათ წელი ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე. რაც შეეხება წლევანდელ წელს რადგან გვაქვს თემა, თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულით, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბოლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ისე მუნიციპალიტეტები” – ამბობს თათა სვანიძე

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...