მთავარისიახლეებისამართალიძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ

ძველ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობების გამოცვლის ვადის 2018 წლის პირველ აპრილამდე გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
 
როგორც შსს-სში განმარტავენ, გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო.
 
„მართვის მოწმობის ვადებთან დაკაშირებით მოქალაქეების ინფორმირება მომსახურების სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა 2014 წლიდან დაიწყო, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან, 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებითა და სოციალური ქსელებით, მართვის მოწმობის ცვლილებების, ვადებისა და პროცედურების შესახებ, არაერთხელ განემარტათ. მიუხედავად ამისა, მომსახურების სააგენტოში მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად გაცემულია 90 000 -ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია. ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა.
 
„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის პირველ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის პირველი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
შსს-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...