მთავარისიახლეებიმსოფლიოსადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეჭრა ბელგოროდში - რა ვიცით ამ დროისთვის?

სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეჭრა ბელგოროდში – რა ვიცით ამ დროისთვის?

Published on

გუშინ ლეგიონი «Свобода россии» შეიჭრა გრაივორონის ტერიტორიაზე (ბელგორიოდის ოლქი) და იქ რამდენიმე სოფელში გამაგრდა.
დღეს დამატებით გახდა ცნობილი, რომ დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები შევიდნენ კიდევ ორ სოფელში გორკოვსკისა და შეტინოვკაში, ასევე, აიღეს დასახლება ბოგუნ-გოროდოკი. და ეს ყველაფერი ისე, რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.
“სვობოდა როსიის” ლეგიონში აცხადებენ, რომ რუსეთს არ გააჩნია რეზერვი, რათა დაიცვას ბელგოროდის ოლქი, რადგან ყველა რუსი ჯარისკაცი ან ომშია ჩართული, ან დაჭრილია, ან მკვდარი.
კრემლში აცხადებენ, რომ სიტუაცია შემაშფოთებელია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით არც უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებენ. პესკოვი ბელგოროდის ოლქში შეჭრილებს “უკრაინელ ბოევიკებად” მოიხსენიებს, დიმიტრი მედვედევი კი ამბობს, რომ “ისინი ვირთხებივით უნდა გაჟუჟო”.
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენები “რუსეთის შიდა საქმეა” და რომ მასში “მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები” მონაწილეობენ. 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...