მთავარისიახლეებიმინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს - თალაკვაძე ფრენებზე

მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს – თალაკვაძე ფრენებზე

Published on

“მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან თავის დროზე, რუსეთის ფედერაციას ცალმხრივად ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ჩვენგან, ხელისუფლებისგან, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებთან. ისინი, პრაქტიკულად, ითხოვენ, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები, რაც არის წარმოუდგენელი და წინააღმდეგობაშია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან. […] დღეს მთავარი ყურადღება, მთავარი ძალისხმევა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიმართონ იქეთკენ, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი, დროული და ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სამართლიანად ეკუთვნის”.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...