მთავარისიახლეებისაზოგადოებასაახალწლოდ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს ვაგონები დაემატება, თბილისი - სენაკი-...

საახალწლოდ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს ვაგონები დაემატება, თბილისი – სენაკი- თბილისის მიმართულებით კი დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

Published on

სს „საქართველოს რკინიგზა“, საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. 
 
დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები. 
 
დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
 
თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877 – თბილისიდან გამოსვლა 08:50 საათზე, სენაკში ჩამოსვლა 13.:08 საათზე; სენაკიდან გასვლა 19:45 საათზე, თბილისში ჩასვლა 23:59 საათზე.
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30 საათზე, ჩასვლა 15:30 საათზე; გამოსვლა 17:10 საათზე, ჩამოსვლა 22:03 საათზე.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...