მთავარისიახლეებირომ ყვირიან მთავრობა რუსიაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი ხომ...

რომ ყვირიან მთავრობა რუსიაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? – მეუფე იაკობი

Published on

“დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ესე იგი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ რა. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, ვის უპირისპირდებით. არ გეშინიათ? ღმერთი კაი, არა გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ვისი სახელით ლაპარაკობთ?”

– თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....