მთავარისიახლეებიპირველად მესმის, გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება - კალაძე რუსეთთან რკინიგზის შესაძლო...

პირველად მესმის, გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება – კალაძე რუსეთთან რკინიგზის შესაძლო აღდგენაზე

Published on

თბილისის მერი, კახი კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლება “ყოველთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება”.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობს.

“პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, თქვენ ახმაურებთ ამას. პირველად მესმის, ჩვენთან საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე, არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ”, – თქვა კახა კალაძემ.

პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგეს.

შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის აღწერა მოცემულია ქართულ და რუსულ ენებზე. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტენდერი, განკუთვნილია რუსული კომპანიებისათვის და რუსული პროდუქციის შეძენისათვის.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...