მთავარისიახლეებიპოლიტიკაარავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი...

არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება- გიორგი გახარია

Published on

არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.გახარიას თქმით, მთავარი ცვლილებები დაგეგმილია მანდატურის ინსტიტუტის დაქვემდებარების მიმართულებით, ვინაიდან ინტერესთა კონფლიქტია – მანდატური სკოლის დირექტორს ექვემდებარება.„მანდატურების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივებმა გაურკვეველი სპეკულაციები გამოიწვია. პირველი – არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო; მეორე – არაფერი ესაქმება საპატრულო პოლიციას სკოლაში; მესამე – რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ უწყებათაშორის კომისიაში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებული აქვს ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია, რომ გაიზარდოს მანდატურების ეფექტურობის ხარისხი და უახლოეს პერიოდში იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მათი დაქვემდებარებულობის საკითხი. მანდატური არ უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, უბრალოდ ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, დღევანდელი კანონდებლობით მანდატური შეუძლია გახდეს საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდა 20 წლიდან, რაც უბრალოდ არალოგიკურია, ამიტომ მსგავსი ტექნიკური ჩასწორებები ბევრი იქნება“, – განაცხადა გახარიამ. 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...