მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთრი სახლის ცნობით, ჰიროშიმაში ბაიდენი ზელენსკის შეხვდება

თეთრი სახლის ცნობით, ჰიროშიმაში ბაიდენი ზელენსკის შეხვდება

Published on

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ჰიროშიმაში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

როგორც სალივანმა თქვა, მას ჯერჯერობით არ შეუძლია ოფიციალურად დაადასტუროს, შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ზელენსკი და ბაიდენი, თუმცა სალივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბაიდენი “მოუთმენლად ელის ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას”.

19 მაისს ჰიროშიმაში G7-ის სამიტი დიაწყო , რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ, როგორც უკრაინაში, ისე იაპონიაში. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა ექნება იაპონიის პრემიერთან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...