“მაკდონალდსის” ბანერებზე, ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო საიტებზე, “კოკა-კოლას” რეკლამის ტექსტის გამო, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოში 35.000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, კომპანიის პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ “ბილბორდები აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს”.
მისი თქმით, ბილბორდებზე წარწერები უნდა გაეკონტროლებინა.
ამავე დროს, ექსპერტმა ლევან ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ თემურ ჭყონიასგან ბოდიშის მოხდა და ბილბორდებზე წარწერები არ გაკვირვებია, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობას “კოკა-კოლაში” ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძე კურირებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ მარიამ გეგუჩაძე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი და “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას ეკუთვნის ძალიან ბევრი ორიგინალური პროტესტის ფორმის გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, პარლამენტთან თოკგამობმული ცხვრის მიყვანა და სხვა.