მთავარისიახლეებისაქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ გამარჯვებას... შედეგი, რომელსაც 23 წელი ველოდით, მიღწეულია - რუსეთიდან...

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ გამარჯვებას… შედეგი, რომელსაც 23 წელი ველოდით, მიღწეულია – რუსეთიდან ჩამოსული ჭიქაშვილი

Published on

“მივესალმები კი არა, გახარებულია მთელი ერი” – პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. კვარაცხელიამ განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. სადაც ის რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა.

კიდევ ერთი პროპაგანდისტის, მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე ჩამოჰყვა რუსულ რეისს, ამ დრეს საქართველოს მოსახლეობა 23 წელი ელოდა. მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მოლაპარაკე ჭიქაშვილი ამბობს, რომ ამ “შედეგს შენარჩინება სჭირდება”

“პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, “სოლიდარობა მშვიდობის” სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები.

ჩვენ მოვმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. ” ამბობს მერაბ ჭიქაშვილი.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...