მთავარისიახლეებისაზოგადოებაარანაირი გარიგება არ ყოფილა, ეს ყველაფერი იყო შეუთანხმებლობის ბრალი- როსტომ ჩხეიძე

არანაირი გარიგება არ ყოფილა, ეს ყველაფერი იყო შეუთანხმებლობის ბრალი- როსტომ ჩხეიძე

Published on

“არანაირი გარიგება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა” – ამბობს დეპუტატი როსტომ ჩხეიძე, რომელმაც გუშინ მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის “ოცნების” კანდიდატებს, რასაც ენმ-ის ფრაქციაში დაპირისპირება მოჰყვა.

მისი მტკიცებით, ის რაც გუშინ მოხდა, მხოლოდ არაორგანიზებულობის და შეუთანხმებლობის ბრალია.

“არანაირი გარიგება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ეს არის გამაოგნებელი ჩემთვის, ცილისწამებასაც არ ვეძახი, ეს არის გამაოგნებელი.. მე არ ვიცი, ყველაფერი და ყველა დეტალი ხომ არ შეიძლება გითხრა. ეს ყველაფერი იყო არაორგანიზებულობის ბრალი და შეუთანხმებლობის, ეს იყო უმთავრესი და დანარჩენი თქვენ იფიქრეთ. დაბნეულობა იყო და ამის ბრალია ყველაფერი” – ამბობს როსტომ ჩხეიძე

17 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.

როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპელი სოციალისტების” გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა.

ენმ-ში თანაფრაქციელების გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. შედეგად ფრაქცია დატოვეს ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ნიკა მაჭუტაძემ. მათ “ოცნების” კანდიდატებისთვის მხარდაჭერის მიზეზად ოპოზიციას შორის კომუნიკაციის არარსებობა დაასახელეს და თქვეს, რომ არავის გაუფრთხილებია, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმა არ უნდა მიეცათ.

ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პასუხად გუშინ განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ჩათში 4 გვარი ჩავარდა, რეკომენდაციის სახით, თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი ოპოზიციას.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...