მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი დააზიანებს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ - კობახიძე

გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი დააზიანებს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სპეკულირებს, როდესაც რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე თანხმობასა და ბრიუსელში მის ვიზიტზე პასუხის არ გაცემას ერთმანეთს ადარებს.

კობახიძის თქმით, ეშინიათ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ.

“პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს. რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და რა შუაშია პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი პირი ასე სპეკულირებს. უბრალოდ დასანანია. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მაგალითად მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.

ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენ სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ”, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობამ თანხმობა გასცეს, თუმცა შიში მისთვის ლოგიკურია.

27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია. თავდაპირველად, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით ვიზიტი გადაიდო. მიზეზად მაშინაც მთავრობის მხრიდან, ხელოვნურად გაჭინურებული თანხმობა დასახელდა.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...