მთავარისიახლეებისაზოგადოებავიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში - დეგნანის...

ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში – დეგნანის პასუხი კობახიძეს

Published on

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურებია საჭირო და ეს პროცესი გამჭვირვალეა.

კობახიძემ 16 მაისს “იმედის” ეთერში თქვა, რომ ანსამბლი “მართვე” მიდიოდა აშშ-ში, საელჩომ მოითხოვა, რომ სათითაოდ შეეტანათ განაცხადი, ვადები კი ნოემბრის ჩათვლით დაასახელეს. კობახიძემ თქვა, რომ გასტროლები ზაფხულში უნდა ყოფილიყო და საელჩოს გამო 50 ბავშვი საქართველოში დარჩა.

“სამწუხაროა, რომ “იმედმა” აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში.

მაგალითად, გასულ წელს, ზუსტად 30 მოცეკვავეს, ბალეტის მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება, ასევე მოხდა გასულ კვირას მომღერლებთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული წესები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა ვიზის მისაღებად, ეს პროცესი არის გამჭვირვალეა”, – თქვა კელი დეგნანმა “ფორმულას” თარგმანის მიხედვით.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...