მთავარისიახლეებიკვარიათში კაფე-ბარის მეპატრონემ თავის დაწვა სცადა

კვარიათში კაფე-ბარის მეპატრონემ თავის დაწვა სცადა

Published on

კვარიათში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა – ინფორმაციას tv25 ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, პლაჟზე არსებულ კვების ობიექტში მოხდა. კაფე-ბარის მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.

“ტორნადოს” მფლობელი სოციალურ ქსელში პირდაპირ ტრანსლაციის მეშვეობით, დახმარებას ითხოვდა.ის ორთვიან ვადას ითხოვს, რათა შენობა თავად დაშალოს.

“ყველას გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა და შეაჩეროთ ეს უსამართლობა. არჩილ ჩიქოვანის და აჩიკო კონცელიძის უკანონო ქმედება შეაჩეროთ. “ტორნადოს” დანგრევა უკანონოდ იწყება. ვითხოვ ორთვიან პერიოდს, ჩემი სახსრებით და საშუალებით დაშლაზე”, – აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...