მთავარისიახლეებიუნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად - ნაუსედა ქართველებს

უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად – ნაუსედა ქართველებს

Published on

“საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქართულ დელეგაციას სამიტზე. მრგვალ მაგიდასთან დისკუსიები გვექნება, იმედი მაქვს, ევროსაბჭოს სამიტზე გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მეოთხედ იმართება ლიდერების შეხვედრა.

მე მხარს დავუჭერ საქართველოს, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები – რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. მე ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო”.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...