მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ...

სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ – ალუდა ღუდუშაური

Published on

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ პარლამენტში განცხადება გააკეთა.

“შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ. სამადაშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ, ღიად, საჯაროდ ამბობდა, რომ, დიახ, თქვენი სურვილი არის, რომ საკუთარ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და ა.შ. თითქოს სააკაშვილის ვიღაცა კლავს. ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს იმ კამპანიისთვის, როდესაც პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ ეს გადაწყვეტილება,” – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...