მთავარისიახლეებიკულტურა,, x factori - 2015'' -ის გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე ზუგდიდში წინა...

,, x factori – 2015” -ის გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე ზუგდიდში წინა საახალწლო სოლოკონცერტს გამართავს

Published on

,, x factori – 2015'' -ის გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე ზუგდიდში  წინა საახალწლო სოლოკონცერტს გამართავს –  26 დეკემბერს კულტურის ცენტრ ,,ოდიშის"საკონცერტო დარბაზში მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელის. 
როგორც საღამოს ორგანიზატორი  ბექა ლაგვილავა ამბობს,  კონცერტში გიორგი ნაკაშიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მაღალრეიტინგული მეგაშოუების გამარჯვებულები, ფინალისტები და ნახევარფინალისტები.
 პროდიუსერ აკო მეუნარგიას განცხადებით,   მომღერალი, რომელმაც დიდ სცენაზე თავისი შემოქმედებითი კარიერა არმიელის  სტატუსით დაიწყო, ზუგდიდელებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად კონცერტზე  განსაკუთრებული პატივით იწვევს  ჯარისკაცებს.
კონცერტზე მიწვეულ იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  
 კონცერტის მედია მხარდამჭერია ტელე-რადიო კომპანია ,,ოდიში" 
კონცერტი 18:00 საათზე  დაიწყება და ორ საათს გასტანს. ბილეთის ფასი 5 ლარია, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ტელე-რადიო კომპანია  ,,ოდიში"-ს პირველ სართულზე.   

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...