მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა - ექსპერტები გუშინდელ ინციდენტს აფასებენ

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა – ექსპერტები გუშინდელ ინციდენტს აფასებენ

Published on

პარლამენტში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ ექსპერტები.ანალიტიკოსების  შეფასებით, მთავრობის მეთაურისგან მსგავსი ქმედება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი და დემოკრატიული სისტემასთან შეუთავსებელია.„კატეგორიულად მიუღებელია როგორც საქართველოს პარლამენტის წევრების, ისე მთავრობის წევრების მხრიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი ტიპის ქცევა, ასეთ ტონით საუბარი, შეურაცხმყოფელად საუბარი, გინება, ეს არის მიუღებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩემი აზრით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით,“-აცხადებს კოტე ჩოკორაია.ექსპერტების განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ვითარების კონტროლს კარგავს.„ძალიან სახიფათოა, როდესაც პრემიერ-მინისტრს ანუ ქვეყნის ლიდერს, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, არ შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა. ეს სახიფათოა ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კვირიკაშვილი არ არის თავის ადგილზე. ის არის კარგი ადამიანი, ემოციური ადამიანი, ღირსებას იცავს მათ შორის გინებითაც, მაგრამ ლიდერები ასეთები არ არიან,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...