მთავარისიახლეებიპოლიტიკასავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს.

Published on

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ, მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემების დასრულება და ძალისხმევის გაძლიერება მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად;ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების პრიორიტეტად ქცევა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) შეთანხმების მიღწევა;ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნის პრიორიტეტად ქცევა;ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაგრძელება და მეტად გაძლიერება;ძალსიხმევის გაძლიერება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით, ასევე, დანაშაულებრივი აქტივების მიგნების, დაყადაღებისა და კონფისკაციის მიმართულებით, მათ შორის საზღვრებს მიღმაც. "აქტივების აღდგენის აპარატის" ეროვნული წარმომადგენლის შერჩევა. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის "ფულის გათეთრების წინააღმდეგ" მეოთხე დირექტივასთან;ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების დამტკიცება, რათა მისი განხორციელება უფრო ეფექტური გახდეს.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...