“დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტი შემობრუნების მომენტშია, ნამდვილი ომი დაიწყო ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, ჩვენ დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – განაცხადა პუტინმა, წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინის თქმით, ახლა, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დროს წყდება რუსეთის სახელმწიფოებრიობის მომავალი – „ჩვენ ვამაყობთ სპეცოპერაციის მონაწილეებით“, – ამბობს აგრესორი პუტინი.
მან დასავლეთი ამჯერად საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალებისა და ძეგლების დანგრევაში დაადანაშაულა.
„დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, – განაცხადა პუტინმა.