შიდაპარტიული არჩევნები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს – ხაბეიშვილი

0
204

ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტია მომზადებული და სტრუქტურულად გამართული უნდა შეხვდეს ყველა სცენარს, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რისთვისაც ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია 20 მაისამდე დასრულდეს შიდაპარტიული არჩევნები:

“19 აპრილს ჩვენ დავაანონსეთ და ვთქვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილობრივები აირჩევენ პარტიის ხელმძღვანელებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება და 20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს, იმისათვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ყველა განვითარებული სცენარისთვის როგორც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ასევე იცით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში. პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს. ამიტომ, 4 მაისიდან 9 მაისამდე ენმ-ის ცენტრალურ ოფისში, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეობის მსურველებს ექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა” განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, 9-დან 14 მაისამდე კანდიდატებს და ამომრჩევლებს შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია როგორც ონლაინ, ასევე სამაგიდო სიებით. არჩევნები კი შერეული ფორმატით – ელექტრონულად და ფიზიკურად ჩატარდება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს. ნიკა მელია წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ენმ-ში ყველანაირი შიდაპარტიული არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყდეს.

წინა სტატიაზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს – გიორგი ჩალაძე
შემდეგი სტატიამე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ ომს 24 საათში დავასრულებდი – ტრამპი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური