“ჩვენთვის შედეგი არის ექსკლუზიურად კონკრეტული სასჯელი ყველა რუსი ომის დამნაშავისთვის”- ზელენსკი

0
150

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტს პიოტრ ჰოფმანსკის და სასამართლოს მდივანს ოსვალდო ზავალა აგილარს შეხვდა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში და უკრაინელი ხალხის გენოციდში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა უკრაინისთვის პრინციპული საკითხია.

“ჩვენთვის შედეგი არის ექსკლუზიურად კონკრეტული სასჯელი ყველა რუსი ომის დამნაშავისთვის, მათ შორის აგრესორი ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზელენსკიმ მაღალი შეფასება მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას ამ მიმართულებით და განსაკუთრებით აღნიშნა იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომლის თანახმადაც, აგრესორი სახელმწიფოს პრეზიდენტისა და ბავშვთა უფლებების კომისრის დაპატიმრების ორდერი გაიცა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის.

„ეს დანაშაულები განსაკუთრებულ, პრიორიტეტულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს მასობრივი დეპორტაციები და შევქმნათ ბავშვთა დაცვის უნივერსალური მექანიზმი“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, უახლოეს მომავალში კიევში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ფილიალის გახსნის მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

წინა სტატიამსოფლიოს მოვუწოდებ, არ შეგეშინდეთ – ზელენსკის მიმართვა ჰააგადან
შემდეგი სტატიაენმ-ის ყიფილი თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური