მსოფლიოს მოვუწოდებ, არ შეგეშინდეთ – ზელენსკის მიმართვა ჰააგადან

0
197

უკრაინის პრეზიდენტმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

ზელენსკიმ ჰააგაში ხაზი გაუსვა შემდეგ საკითხებს:

“გვსურს პუტინი ჰააგაში ვიხილოთ. ეს უნდა გაკეთდეს აქ, საერთაშორისო მართლმსაჯულების დედაქალაქში. დაუსჯელობა აგრესიის კარს ხსნის. ჩვენ გვინდა, რომ ეს უკანასკნელი ომი იყოს მსოფლიოში. და ჩვენ ამას გავაკეთებთ!

6139 არის რუსების მიერ მხოლოდ გასულ თვეში ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა რიცხვი. გუშინ ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციამ 23 ადამიანი მოკლა. ომის 9 წლის განმავლობაში რუსეთმა ასობით ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

აგრესიაზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ეს მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალის დახმარებით მიიღწევა. ჩვენ უნდა გადავაქციოთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესების გამოცდილება დღევანდელ რეალობად. ჩვენ მომხრე ვართ ასეთი ტრიბუნალის დაარსების.

მსოფლიოს მოვუწოდებ, არ შეგეშინდეთ – აგრესორმა უნდა იგრძნოს სამართლიანობის სისრულე, ეს ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა. სამყარო თავს დაცულად უნდა გრძნობდეს!”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის მიერ დასმულ მთავარ აქცენტებზე ცნობებს ავრცელებს უკრაინის შს მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.

წინა სტატია“ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა…” – ზელენსკი ჰააგის სასამართლოში
შემდეგი სტატია“ჩვენთვის შედეგი არის ექსკლუზიურად კონკრეტული სასჯელი ყველა რუსი ომის დამნაშავისთვის”- ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური