მთავარისიახლეებიპოლიტიკა" მე, მიხეილ სააკაშვილი, გთხოვთ და მოგიწოდებთ შეწყვიტოთ შეტევა, ნუ...

” მე, მიხეილ სააკაშვილი, გთხოვთ და მოგიწოდებთ შეწყვიტოთ შეტევა, ნუ წამოეგებით პროვოკაციებზე, ჩვენ მშვიდობიანი შეკრება გვაქვს”-უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს

Published on

უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს
 
სახალხო დეპუტატმა იური დერევიანკომ მომხრეების საბჭოზე ორშაბათს ფრაქციის ხელმძღვანელსა და უმაღლესი რადას ხელმძღვანელობას აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხალხის ტალღას არ მიიტანონ იერიში, კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლეზე.
 
"მოქალაქენო, ხალხო, ჩემო ახლობლებო, გთხოვთ მე თქვენ, მიხეილ სააკაშვილი და მოგიწოდებთ შეწყვიტოთ შეტევა, ნუ წამოეგებით პროვოკაციებზე, ჩვენ მშვიდობიანი შეკრება გვაქვს",-ისმის მიხეილ სააკაშვილის შეძახილები ვიდეორგოლში.
 
დერევიანკოს თქმით ეს ვიდეოჩანაწერი მოწმობს იმას, რომ ოქტომბრის სასახლესთან დაფიქსირდა პროვოკაცია იმ მიზნით, რომ საზოგადოების მხრიდან გადატანილი იქნას ყურადღება  პროტესტის არსიდან, რომლის ორგანიზებაც მოახდინა მიხეილ სააკაშვილმა  გადატანილი იქნას 
 
მან მოუწოდა სპიკერს, ანდრეი პარუბის გამოვიდეს ქუჩაში და მოუსმინოს მიტინგის მონაწილეების მოთხოვნებს.
 
გარდა ამისა დეპუტატმა ითხოვა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ დღის წესრიგში დააყენოს კენჭის ყრა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
 
შეგახსენებთ, რომ კვირას ,. 17 დეკემბერს "იმპიჩმენტის მარშის" მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ოქტომბრის რევოლუცია კიევის ცენტრში.შეტაკებისას აქტივისტებმა შეაღწიეს შენობაში, თუმცა მოგვიანებით ისინი სამართალდამცავებმა გამოიყვანეს. შეტაკების დროს დაზიანდა რამდენიმე ადამიანი.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...