მთავარისიახლეებისამართალიგუშინ და დღეს ,,საქართველოს ბანკის'' ფილიალებზე ორი თავდასხმა მოხდა

გუშინ და დღეს ,,საქართველოს ბანკის” ფილიალებზე ორი თავდასხმა მოხდა

Published on

 დღეს დილით  თბილისში, ვარკეთილში "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. თვითმხილველთა ცნობით, ბანკში ორი ნიღბებიანი შეიარაღებული პირი, დაახლოებით დილის 10:00 საათზე შეიჭრა. 
წინასწარი ინფორმაციით თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს და მიიმალნენ. 
 
"საქართველოს ბანკშის".საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ს ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ადასტურებს , რომ თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. ბალავაძე გამორიცხავს, რომ თავდამსხმელებს ბანკიდან დიდი რაოდენობის თანხის წაღება მოეხერხებინათ.
 
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
 
ეს  ბანკის დაყაჩაღების მეორე შემთხვევააა ბოლო საათების მანძილზე –  გუშინ  საღამოს თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში ასევე ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა,მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა თავდამსხმელი -1992 წელს დაბადებული თ.ჯ.,   პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...