მთავარისიახლეებიკულტურანაბაკეველი გოგონა ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

ნაბაკეველი გოგონა ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

Published on

 ქართველმა მომღერალი ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა.  მან ფინალში ხმების 50,1% მოიპოვა (მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო) და კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა. გადამწყვეტ ტურში მან 4 სიმღერა შეასრულა. 
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა.
 
მისი მწვრთნელი ფინური როკ ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ფინალური სიმღერა The Voice of Germany-ის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.
 
21 წლის   ნათია თოდუა აფხაზეთიდან არის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევშია გაზრდილი და  გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. 
.იგი ბავშვობიდან მღერის, . თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია.  პირველ თავის მუსიკალურ პროექტში გოგონამ 17 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა 
თავდაპირველად საკუთარი ძალები ქართულ “იქს ფაქტორში” სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული “ახალი ხმა”… როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან გერმანული “Voice”–ს ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო. იგი ამ რეიტინგული შოუს მიმდინარეობის ორი თვის მანძილზე ფურორს ახდნა და აი, დიდი გამარჯვებაც მოვიდა.
 გამარჯვება ნათია თოდუას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა. "ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით", – დაწერა მანFacebook-ზე. მანამდე მილოცვა ნათიამ პრემიერმინისტრისგან გიორგი კვირიკაშვილისგანაც მიიღო.
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...