მთავარიUncategorizedოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს

Published on

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ხუთდღიანი შუალედით, მათთვის უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

შეიარაღებული პირები თავდაპირველად 14 აპრილს, სოხუმში მდებარე ერთ-ერთი მარკეტის პარკინგზე გამოჩნდნენ და მისივე მანქანიდან იარაღის მუქარით გადმოსვლა და მათ მანქანაში გადაჯდომა აიძულეს რუსეთის მოქალაქეს ლეონიდ შოკლერს, რომელიც სხვადასხვა მისამართზე გადაჰყავდათ, სანამ გამოსასყიდი თანხის სახით 5.000 აშშ დოლარი არ მიიღეს, რომელიც შოკლერის დედამ გადაიხადა. ამის შემდეგ რუსი ურისტი გაათავისუფლეს. 

19 აპრილს კი, იგივე პირებმა შოკლერის მეგობარი, ასევე რუსეთის მოქალაქე ისმაილ შეიხი გაიტაცეს და ისევ გამოსასყიდი მოითხოვეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ მილიციას შეატყობინა. 

ამის შემდეგ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...