მთავარიUncategorizedჩემ წინააღმდეგ ტერორიზმის საქმე აღძრეს, დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება - ნავალნი

ჩემ წინააღმდეგ ტერორიზმის საქმე აღძრეს, დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება – ნავალნი

Published on

დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აღძრეს “აბსურდული” ტერორიზმის საქმე, რომლის მიხედვითაც მას დამატებით 30 წლით პატიმრობა ემუქრება.

ნავალნი ამჟამად 11 წელიწად-ნახევრიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში ნავალნი დისტანციურად ჩაერთო.

სხდომაზე განიხილება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც 5 მაისამდე ნავალნისა და მის ადვოკატებს იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა ეზღუდებათ. სასამართლოს არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეს ეხებოდა აღნიშნული შუამდგომლობა, მაგრამ ნავალნის ადვოკატმა თქვა, რომ მოსმენა ეხებოდა მის წინააღმდეგ ექსტრემიზმის საქმეს.

“მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. რომ მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები

დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ”, – ნათქვამია ნავალნის მხარდამჭერების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ნავალნი ამბობს, რომ ამ საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავს.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...