მთავარიUncategorizedმოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე სპეციალური რეჟიმი მოიხსნება - ქარსელაძე

მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე სპეციალური რეჟიმი მოიხსნება – ქარსელაძე

Published on

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ინტენსიურად მუშაობენ, რათა რიკოთის 149-ე კილომეტრზე სპეციალური რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს.

მისი თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება.

“გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება. რიკოთის 149-ე მონაკვეთზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად. მან აღნიშნა, რომ სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება. როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაცია გაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება”, – თქვა ქარსელაძემ.

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით 13 აპრილს აღდგა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...