მთავარიUncategorizedქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს

ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს

Published on

ყაზახეთის დედაქალაქში, ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე, საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.

„ამ პირებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ. მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, – განაცხადა ონლაინ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ.

ყაზახეთის შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერნეტ თაღლითობის ბრალდებით, სპეცოპერაცია ალმათის გარდა, ასტანაშიც ჩაატარეს, სადაც ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან შექმნა ინსტაგრამის გვერდი, სადაც მომხმარებლებს დაბალ ფასად, ბეწვის ქურქებს სთავაზობდა. ყაზახეთის შსს-ს ცნობით, ის 26 ანალოგიურ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა.

ინტერნეტ თაღლითობის საერთო ზარალი 4,2 მილიონი ტინგეა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...