მთავარიUncategorizedაქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს

Published on

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედებმა მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთი ღამე გაათენეს. დედები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მე-8 დღეა ისინი ტერიტორიას არ ტოვებენ. დღეს, 19:00 საათზე ადგილზე მათ მხარდასაჭერად სხვა მოქალაქეებიც შეიკრიბებიან.

“ნამდვილად არ ველოდებოდი, მე მეგონა, რომ მიტოვებული ვიყავი, მაგრამ ხალხმა დამანახა, რომ ძლიერი ზურგი მყავს უკან, მადლობა ვინც მოვიდა, ვინც დღეს მოვა 7 საათზე, კიდევ გავერთიანდებით და დავანახებთ ჩვენ მშობლების ძალას, მარტო მშობლების კი არა, ძმის, დის, ბიძაშვილის, გვერდით დგომას, მადლობა ჩემო ხალხო, საქართველო, რომ ასე გულთან მიიტანეთ ამ 12 ბავშვის წამალი”, – თქვა ერთ-ერთმა დედამ.

დედები პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადების მიუხედავად მაინც ითხოვენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დრო გამონახოს და მათ მოუსმინოს.

ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...