მთავარიUncategorizedლავროვმა გაეროს სხდომაზე დასავლეთს უმცირესობა უწოდა - ქვეყნების ნაწილმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა

ლავროვმა გაეროს სხდომაზე დასავლეთს უმცირესობა უწოდა – ქვეყნების ნაწილმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა

Published on

გაეროში რუსეთის მიერ ორგანიზებული დებატების მთავარი საკითხი გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დაცვა იყო. სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა დასავლეთს “უმცირესობა” უწოდა, რომელსაც მისი აზრით, “მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის” უფლება არ აქვს.

“როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს. დასავლური უმცირესობისთვის არავის მიუცია უფლება, რომ მთელი კაცობრიობის სახელით ესაუბრა. რუსეთმა მკაფიოდ ახსნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა, აღმოფხვრა საფრთხეები ჩვენს უსაფრთხოებაზე, რომელიც შექმნილია NATO-ს ქვეყნების მიერ უშუალოდ ჩვენ საზღვრებზე, დაიცვას ადამიანები, რომლებსაც ჩამოერთვათ უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვთქვით, რას და რის გამო ვებრძვით”, – თქვა ლავროვა.

სხდომა, რომელსაც ლავროვი ხელმძღვანელობდა, ნიუ-იორკში 24 აპრილს გაიმართა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს და კრემლი თვალთმაქცობაში, ცინიზმსა და გაეროს იმ წესდების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს, რომლის დაცვასაც მიმდინარე სხდომა ეხებოდა.

“რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სასამართლოს დარღვევით აყენებს მასობრივ ტანჯვას და განადგურებას ქვეყანასა და მის ხალხს. “ძლიერ [ქვეყნებს] შორის დაძაბულობა ისტორიულად მაღალია. ასეთივეა კონფლიქტის საფრთხეები – არასწორი ნაბიჯების, ან არასწორი გათვლების შედეგად”, – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...