მთავარიUncategorizedაქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე ხმაური იყო

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე ხმაური იყო

Published on

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო კანცელარიასთან, სადაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. დედებმა გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციასთან წინააღმდეგობის დროს კი ერთ-ერთმა მშობელმა გონება დაკარგა. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ სამართალდამცველი მას ფიზიკურადაც გაუსწორდა.

“ყველანაირად მეპყრობოდა, იცი რა მაგრად ჩამარტყა ზურგში…მე მოვკვდე, თუ ვიტყუებოდე, რატომ არ შეიძლება ჩემთვის ქუჩის გადაკეტვა და ამათთვის კანონის დარღვევა… რომელი იყო, რომ ზურგში ძალიან ჩამარტყა, იცით როგორ მტკივა ზურგი”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკვე 6 ღამეა მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, ასევე პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრეპარატი ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული არაა.

დღეს, 14:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...