მთავარისიახლეებისაზოგადოება14 წლამდე მოზარდებმა თბილისში "მაგთის" ოფისი გაქურდეს

14 წლამდე მოზარდებმა თბილისში “მაგთის” ოფისი გაქურდეს

Published on

კიდევ ერთი ძარცვა თბილისში, რომელიც მოზარდებს უკავშირდება. "მაგთის" ოფისის ძარცვაში ბრალდებულები ამჯერად, სავარაუდოდ 14 წლამდე მოზარდები არიან. ეს განცხადება, სოციალურ ქსელში, პრემიერმინისტრის ყოფილი თანაშემწის მინდია ჯანელიძის მეუღლემ ეკა ჯანელიძემ გაავრცელა.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ძარცვის შესახებ ინფორმაცია, სწორედ არასრულწლოვნებს უკავშირდება. "კურიერის" კორესპოდენტის ინფორმაციით, ოფისი დაზიანებული არ არის. რამდენიმე არასრულწლოვანი ოფისში დღისით შევიდა და სტენდიდან რამდენიმე მობილური ტელეფონი წაიღეს.  საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.თავად კომპანია "მაგთის" წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. კონკრეტული ოფისის მენეჯერი კი, ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

წყარო: რუსთავი2

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...