მთავარისიახლეებისაზოგადოებასასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევა თუ...

სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. უბედური შემთხვევა თუ უსაფრთხოების ზომების იგნორირება სამშენებლო კომპანიის მხრიდან –

Published on

 თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც გუშინ მუშა გარდაიცვალა. – აცხადებენ  თბილისის მერიაში.  
გუშინ ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს.
მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა,  მეორე ინფორმაციით კი, მას დაეცა  რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია, რომელიც  ამწეს ჩამოუვარდა. დასავებული სავადმყოფოსი გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
გარდაცვლილი  25 წლის გიორგი ქარქიშვილია, გორის რაიონის სოფელ ატენის მცხოვრები, რომელიც დედაქალაქს მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...