მთავარისიახლეებიმსოფლიოშემზარავი ავარია საფრანგეთში - სასკოლო ავტობუსი მატარებელმა შუაში გადაჭრა

შემზარავი ავარია საფრანგეთში – სასკოლო ავტობუსი მატარებელმა შუაში გადაჭრა

Published on

საფრანგეთის სამხრეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული და მძიმედ დასავებული დაშავებული ბავშვების ამოცნობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
 ადგილობრივი პროკურატურის ცნობით,  დაღუპულია 4 და მძიმედ არის დაშავებული 7 ბავშვი. დანარჩენი, შედარებით მსუბუქად დაშავებული 12 ბავშვისგან განსხვავებით,  მათი ვინაობა დადგენილი არ არის, ამას ძლიერი დაზიანებები უშლის ხელს. . 
 
 გუშინ სასკოლო ავტობუსს სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი შეეჯახა. ავარია აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტისქალაქ მილის სიახლოვეს მოხდა,  ადგილობრივი დროით დაახლოებით  16:30 წუთზე. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმისგან ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ  სარკინიგზო გადასასვლელზე უსაფრთხოების ზომები არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საგანი.   
 
 დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის.
მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. 
 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...