მთავარისიახლეებიპოლიტიკარისი ეშინია მიხეილ სააკაშვილს?

რისი ეშინია მიხეილ სააკაშვილს?

Published on

პრეზიდენტი სააკაშვილი  გენპროკურორ ლუცენკოს მორიგ ოპუსს ეხმაურება.
 
,,პეჩერის სასამართლოს შემდეგ, სადაც დამტკიცდა  ჩემი დაკავების უსაფუძვლობა, უკრაინის გენერალური პროკურატურა, სადღაც გადაიკარგა. ამ ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო,   რით იყვნენ  ისინი  დაკავებული? 
და აი, აღმოჩნდა, რომ ლუცენკოს დრო ტყუილად არ დაუკარგავს,  გენიალური და მისი აზრით მომგებიანი კომბინაცია მოუფიქრებია: კიევი, იანუკოვიჩისადმი  ლოიალურობის სანაცვლოდ მისგან მიიღებს "მტკიცებულებულებას" რომ მაიდანს სააკაშვილის "სნაიპერები ესროდენ. "
გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავება არ გამოუვიდათ? -რა ბედენაა! დავადანაშაულებთ მაიდნის დაცხრილვაში.
 
აქამდე   მარაზმის პიკად მიმაჩნდა ის, რომ პუტინის აგენტი მიწოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი აგზნებულ  ფანტაზიას გაცილებით უკეთესი მარგალიტების  ამოფრქვევის უნარი აქვს უნარი აქვს!
პროკურატურის ჩანაფიქრით, საჭირო  მტკიცებულებებს ისინი იანუკოვიჩისგან მიიღებენ ( მაგრამ არა მაიდნის დაცხრილვის საქმეში), არამედ სხვა სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც ახლა დაჩქარებულად კერავენ.
დღეს, იური ლუცენკოს დაბადების დღეა, "სააკაშვილის სნაიპერების" ახალი ამბის შემდეგ,  მინდა გულწრფელად ვუსურვო მას ჯანმრთელობა. ფსიქიკური რა თქმა უნდა.
 
პ.ს.  ახლა უფრო სხვა რამ მაფიქრებს –   ეს თქვენი მორიგი ხმამაღალი ბრალდებაც ნაკერებში დაირღვევა,   უთუოდ დაირღვევა, რადგან ფანტაზია  მტკიცებულება არ არის, მაგრამ აი, რა იქნება შემდეგ? წარმოდგენისაც კი მეშინია, რით შეიძლება უფრო შორს გადააფურთხონ, ვიდრე ФСБ-ში აქამდე შეთხზული ბრალდებებია, მათ შორის მაიდნის დაცხრილვა   …ემანდ,  გოლოდომორიც მე არ დამაბრალონ, სხვა რაღა დარჩა…- წერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...