მთავარიUncategorizedრუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე, რათა უკრაინა მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს - ISW

რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე, რათა უკრაინა მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს – ISW

Published on

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კრემლი არ არის დაინტერესებული ლეგიტიმური მოლაპარაკებებით და ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს ეყრდნობიან, რომელმაც ანკარაში ვიზიტისას თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა ის დაფუძნებული უნდა იყოს რუსეთის “ლეგიტიმურ ინტერესებზე”.

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, კრემლი სავარაუდოდ, გააქტიურებს საინფორმაციო ოპერაციებს, რათა გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე და აიძულოს უკრაინა დაბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით.

“უკრაინაში ახალი ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშმა უკრაინაში მოსალოდნელი კონტრშეტევების დროს, შესაძლოა, კრემლი აიძულოს, გააძლიეროს მიმდინარე საინფორმაციო ოპერაცია, რაც მიზან ისახავს, დასავლეთი აიძულოს, უკრაინას შესთავაზოს დათმობები და აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით”, – ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...