მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა- საგარეო უწყება

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა- საგარეო უწყება

Published on

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა. მისივე თქმით, ძალის გამოუყენებლობის თემაზე შეხვედრის მონაწილეებს განსხვავებული მიდგომები აქვთ, რის გამოც მოლაპარაკებებში წინსვლა არ იყო.„ამ რაუნდზე საკმაოდ აქტიურად ვისაუბრეთ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ხუთი წელია მიმდინარეობს მუშაობა. საუბარია ძალის არგამოყენებაზე და ადგილზე უსაფრთხო საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე, თუმცა ჯერ კიდევ რჩება განსხვავებები მიდგომებში მონაწილეების მხრიდან, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პროგრესს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა დავით დონდუამ.ჟენევის დისკუსიების 42-ე რაუნდი 12 და 13 დეკემბერს ჩატარდა. პირველ შეხვედრას ქართული მხარე პოზიტიურად აფასებდა.     

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...