მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება ერთერთ რუსულ მთავარ დაკვეთას ასრულებს და საქართველოს არჩევნებისკენ გზას მიხურავს'' -...

,,ხელისუფლება ერთერთ რუსულ მთავარ დაკვეთას ასრულებს და საქართველოს არჩევნებისკენ გზას მიხურავს” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით

Published on

საქართველოს მესამე პრეზინდტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოში სხვა საკითხებთან ერთად მისთვის საქართველოს მოქალეობის ჩამორთმევის პროცედურების დაწყებაზეც საუბრობს.  იგი თვლის, რომ ხელისუფლება ამით  ერთერთ რუსულ მთავარ დაკვეთას ასრულებს და საქართველოს არჩევნებისკენ გზას უხურავს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს.

,, ამ პირობებში რუსთავი 2 არის ბოლო ბარიერი, რომელიც მას აკავებს. იმიტომ, რომ სანამ საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა, ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება.ამიტომ, რუსთავი 2-ის დაცვა, მათ შორის ფიზიკურად, ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, ეს არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და მომავლის გადარჩენის. დიახ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება თავისუფლების სადარაჯოზე უნდა დავდგეთ. ყველამ იცის, რომ სასამართლო ბლეფია, ყველა კანონი გათელილია, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ძალადობასთან, ტრივიალურ ძალადობასთან, შანტაჟთან, ბინძურ მეთოდებთან. ნუთუ ჩვენ დავუწვებით და ამას შევურიგდებით?" – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, თუ საზოგადოებამ ვერ მოახერხა ერთად დგომა, ბევრად დიდი ძალადობის აცილება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...