მთავარიUncategorizedუკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს -...

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს – მიშელი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.

მიშელის თქმით, მომდევნო თვეში გამოქვეყნდება ევროკომისიის მორიგი მოხსენება ამ სამი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე, რის საფუძველზეც ევროპული საბჭო წლის ბოლომდე მათთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს. შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება.

“ერთის მხრივ ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – თქვა შარლ მიშელმა.

თარგმანი “საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...