მთავარიUncategorizedმექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში მდებარე საემიგრაციო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 71 მიგრანტი აიყვანეს ქალაქის ქუჩებიდან.

CNN წერს, რომ ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია.

თუმცა, ერთ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ცენტრში მყოფი მიგრანტების უმეტესობა ვენესუელიდან იყო.

CNN-ის ცნობით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...