მთავარიUncategorizedსააკაშვილის წონა კრიტიკულ ნიშნულზეა - ის 58 კილოგრამს იწონის

სააკაშვილის წონა კრიტიკულ ნიშნულზეა – ის 58 კილოგრამს იწონის

Published on

ბოლო ინფორმაცია “ვივა მედიდან” – მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ პაციენტის წონა უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა 58 კილოგრამზე ჩამოვიდა.

წარსულში, თავად კლინიკის აღიარებით, 60 კილოგრამზე უფრო დაბალი წონის შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა პაციენტის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს რეფიდინგის პროგრამა ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგან მსგავსი პროგრამა მან გორის ჰოსპიტალში უკვე გაიარა და მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა:

“წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ” ამბობს ალასანია.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...