მთავარიUncategorizedაბსურდი და უგუნურობა - საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარე ბრეივიკთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებაზე

აბსურდი და უგუნურობა – საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარე ბრეივიკთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებაზე

Published on

ნორვეგიული მედია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრემიერმა მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ჯილდოს გადაცემის შემდეგ მესამე პრეზიდენტი ნორვეგიელ ტერორისტს ანდრეს ბრეივიკს შეადარა.

საპრიზო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ჯანე ჰალანდი მატლარი ამბობს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება აბსურდი და უგუნურობაა – “შედარება საერთოდ არაა. ბრეივიკი ტერორისტი და მასობრივი მკვლელია. შედარება ემთხვევა მის აბსოლუტურ არაგონივრულობას”.

მისივე განმარტებით, ჯილდოს არანაირი კავშირი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.

მედიასთან საუბრისას ის ამბობს, რომ არ უკვირს ასეთი მკვეთრი რეაქციები საქართველოში, რადგან საზოგადოება პოლარიზებულია. მისი განცხადებით, ნორვეგია მხარს უჭერს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, სადაც არ უნდა იყოს ის და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების უფლება საყოველთაოა. კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ნორვეგიის მთავრობაც იზიარებს ამ პოზიციას.

ნორვეგიული მედია მათი საგარეო უწყების პოზიციითაც დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს ღარიბაშვილის განცხადება ორი ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესებას. სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ნორვეგიას საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგი სურს და ეს განცხადება ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

ცნობისთვის, 25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის ჯილდო გადაეცა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ეს იგივეა რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო”.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...