მთავარიUncategorizedშალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ამხელს

Published on

POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

მისი თქმით, შალვა რამიშვილი ამ დროს სხვა პირებთან ერთად იყო, შეხვედრა შეწყვიტა და კაბინეტში შევიდა, რომ მას გასაუბრებოდა.”ჩემი მოთხოვნა იყო იმ მომენტში მხოლოდ სტაჟირება, სტაჟირება დამეწყო. […] როცა შევედი კაბინეტში და დავჯექი, რა თქმა უნდა, დავიწყე საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა, ვუთხარი, რომ ესა და ეს ვარ, ბათუმიდან, ასეთი პრობლემით. […] მეკითხებოდა “ტიკტოკი” თუ მქონდა, Facebook თუ მქონდა, მეკითხებოდა, რომ ბათუმიდან რომ ჩავიდოდი თბილისში ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მომხედავდა, მიპატრონებდა და ასე შემდეგ, პასუხი იყო, რომ მე ოჯახი მყავს, რომელიც გვერდში დამიდგება. გასაუბრებიდან უკვე ვიცოდი, რომ მისი საუბარი სხვაგან წავიდა”, – გვიყვება მირანდა ძირკვაძე.

მან სოციალურ ქსელში გაავრცელა შალვა რამიშვილთან მიმოწერის სქრინებიც – “გესექსუალურები თქო, როგორც მე – შენ, შენ – მე. […] კარგი როგორც მამაკაცი? მითხარი სიმართლე, არ მოიტყუო, როგორცაა ისე თქვი”.”ძალიან მტკივა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები შესაბამისად არ არიან დაცულები ასეთი ფაქტებისგან. არ გაბედო შალვა და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო !!!!!!” – წერს მირანძა ძირკვაძე.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...