მთავარიUncategorizedღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი...

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ჯილდოს გადაცემა “დაახლოებით იგივეა, რომ ეს ჯილდო ანდრეს ბრეივიკს გადაეცეს”.

“რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც…ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია.

ამიტომ ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველოს ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...