მთავარიUncategorizedგვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ. განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

“დღეს მივმართავ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე სამ თვეზე მეტია და ის აწერა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, არ თუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობა არ არის განსაზღვრული, რომლებმაც უნდა განიხილონ ჩვენი საკასაციო საჩივარი.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ეძებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენზე”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, საქმეების განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და პოლიტიკური მდგენელის მქონე საქმეებს კლანი იმ მოსამართლეებს აწერს, რომლებიც მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მერაბ გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში 2019 წელს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაინიშნა, ვინაიდან ის კლანის ერთგული წევრი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...