მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს არ შეხვდა

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს არ შეხვდა

Published on

სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს არ შეხვდა.

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ შალვა ხაჭაპურიძის მასთან ვიზიტი დაუგეგმავი იყო და ვერ მოხერხდა, რადგან მისი თქმით, შეხვედრები დღის განმავლობაში უკვე გაწერილი ჰქონდა.

იოსელიანის ინფორმაციითვე, შალვა ხაჭაპურიძეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები შეხვდებიან.

“ეს ვიზიტი არის დაუგეგმავი, მე უბრალოდ მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები. მაგრამ მე ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს და ისინი აუცილებლად შეხვდებიან და მოუსმენენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. თქვენ იცით, რომ მე კვირას შევხვდი მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში”, ასევე შევხდი გიული ალასანიას და ვესაუბრე მას. ასევე მე “ვივა მედს” ვთხოვე კლინიკას მიხეილ სააკაშვილის შესახებ დოკუმენტაცია და იმავე დღესვე გადავაგზავნე კონსილიუმთან, ასევე მე ორი დღის წინ გავმართე შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან და მათ კიდევე რთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია”, – ამბობს იოსელიანი.

“ვივა მედის” მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ხაჭაპურიძე საჭიროდ მიიჩნევდა, სახალხო დამცველი საქმის კურსში პირადად ჩაეყენებინა.

ადვოკატის მთავარი მოთხოვნაა, საკნადქცეულ პალატაში იოსელიანმა სახალხო დამცველის კონსილიუმი გააგზავნოს, ვითარება შეაფასოს და ყველაფერი პირად კონტროლზე აიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ “ვივა მედმა” მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...