მთავარისიახლეებიევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება შევიტანოთ, გამორიცხული არაფერი არაა - გიული ალასანია

ევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება შევიტანოთ, გამორიცხული არაფერი არაა – გიული ალასანია

Published on

მესამე პრეზიდენტის დღეს კიდევ ერთხელ მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას ის ციხეში დააბრუნონ. ალასანია ამბობს, რომ “ვივამედის” მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება დააჩქარებს პროცესს, ოჯახმა ევროსასამართლოს მიმართოს. მან არ გამორიცხა, რომ ეს დღესვე მოხდეს.

“მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებდნენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი რის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობა. წარმოიდგინეთ, 27 თებერვალს შედგა ის დემარში, იმის შემდეგ თითქმის ერთი თვეა გასული, რაღაც მსგავსი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო ამდენი ხანი დასჭირდებოდა ამას? ამას სჭირდება ერთი საათი, სურვილის შემთხვევაში. [უცხოელი ექიმები] ფაქტია, არ შემოუშვეს. […]

[დააჩქარებს თუ არა ეს პროცესი ევროსასამართლოში სარჩელის გაგზავნას] არათუ დააჩქაროს, ეს არის მთლიანად ჩვენზე, დღესვე შეგვიძლია სარჩელი შევიტანოთ. მე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად. გამორიცხული არაფერია”, – თქვა ალასანიამ.

“ვივამედმა” 22 მარტს განაცხადა, რომ პენიტენციურს მიმართავენ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...